რამდენად გაყიდა ჩელსიმ ედუარდ მენდი საუდის არაბეთში?
სენეგალელი გოლკიპერის ედუარდ მენდის „ჩელსიდან“ გამოსყიდვა „ალ აჰლის“ 16 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
Evening Standard-ის ინფორმაციით, ტრანსფერზე მუშაობა დასრულებასთან ახლოს არის. მომდევნო კვირაში, მეკარე საუდის არაბეთში შემოწმებას გაივლის.
მენდი „ჩელსიმ“ 2020 წელს 22 მილიონ ევროდ შეიძინა და 2020/21-სეზონი მან ძალიან სტაბილურ დონეზე ჩაატარა, გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ტურნირის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.
მენდის გარდა, საუდის არაბეთს „ჩელსიდან“ უკვე მიაშურა კალიდუ კულიბალიმ, ნგოლო კანტემ და წასვლასთან ახლოს არის ჰაკიმ ზიეჩიც.