ავტორიზაცია

ჯექსონმა ჩელსისთან 8-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ჯექსონმა ჩელსისთან 8-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
თარიღი 25 ივნ 2023, 18:58
"ჩელსი" მალე "ვილიარეალის" თავდამსხმელის ნიკოლას ჯექსონის ტრანსფერს გამოაცხადებს. 

ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ადასტურებს ინფორმაციას, რომ 22 წლის სენეგალელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. პირველი ნაწილი შაბათს გაიმართა, მეორე ნაწილი კი კვირას.

ნიკოლას ჯექსონის ტრანსფერში "ჩელსი" 37 მილიონ ევროს გადაიხდის. 

აღსანიშნავია, რომ ჯექსონი "ჩელსისთან" გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულება 2031 წლის ივნისის ბოლომდე იქნება ძალაში.