ბარსელონამ გიუნდოგანს კონტრაქტში შთამბეჭდავი გამოსასყიდი თანხა ჩაუწერა

კატალონიურმა "ბარსელონამ" ახალწვეულს, ილკაი გიუნდოგანს კონტრაქტში შთამბეჭდავი ოდენობის გათავისუფლების პუნქტი ჩაუწერა, რომელმაც ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.
"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ განთავისუფლების თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.
ილკაიმ ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო გათამაშებაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.