ავტორიზაცია

ოსიმენის ტრანსფერით კიდევ ერთი ინგლისური გრანდი ინტერესდება - კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი უკვე შედგა

ოსიმენის ტრანსფერით კიდევ ერთი ინგლისური გრანდი ინტერესდება - კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი უკვე შედგა
თარიღი 26 Jun 2023, 15:55
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "ლივერპული" თავდასხმის ხაზის გაძლიერებას შეეცდება.

რობერტო ფირმინოსთან გაშვების შემდეგ, "მერსისაიდელებს" შეტევის წინა ხაზზე ტოპ მოთამაშის დამატება სურთ.

"ლივერპულის" რადარზე "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი მოექცა.

როგორც Football Italia, La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით იუწყება, "ლივერპულის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოსიმენის აგენტს. ინგლისურმა კლუბმა იცის, რომ ნეაპოლური გუნდი 24 წლის ნიგერიელისთვის 180 მილიონ ევროს მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კიდევ ორი ​​გუნდი, "ჩელსი" და მანჩესტერ "იუნაიტედიც" იჩენენ.

2022/2023 წლების სეზონში ოსიმენმა 39 მატჩში 31 გოლი გაიტანა.