ავტორიზაცია

მილანმა სამი ტრანფერი შეათანხმა და უახლოეს პერიოდში დახურავს

მილანმა სამი ტრანფერი შეათანხმა და უახლოეს პერიოდში დახურავს
თარიღი 26 Jun 2023, 23:59
„ჩელსის“ ნახევარმცველი რუბენ ლოფტუს-ჩიკი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „როსონერის“ ინგლისელის ტრანსფერი 16+4 მილიონი ევრო დაუჯდება, საიდანაც 4 - სხვადასხვა ბონუსებზე იქნება დამოკიდებული. ამჟამად, კლუბები უკანასკნელ დეტალებს აგვარებენ.

ასევე, „როსონერი“ ახლოს არის გოლკიპერის, მარკო სპორტიელოს შეძენასთან. ხვალ „ატალანტას“ მეკარე, რომელიც გუნდს უფასოდ ტოვებს, „მილანში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, „მილანის“ კიდევ ერთი ახალწვეული „ლაციოს“ ლუკა რომერო გახდება, რომელსაც კლუბი ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.