ლოფტუს-ჩიკის შემდეგ, მილანი ჩელსის კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას შეეცდება
„მილანმა" „ჩელსის" ამერიკელი შემტევის, კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერზე პროგრესს მიაღწია.
La gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „როსონერი" პულიშიჩის შეძენასთან ახლოს არის.
ტრანსფერს ის ხდის უფრო რეალურს, რომ ამერიკელი შემტევი „ჩელსის" ახალი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში არ შედის. თავად კრისტიანიც არ არის წინააღმდეგი, კარიერა „სან სიროზე" გააგრძელოს.
2022/23-სეზონის პრემიერ ლიგაში კრისტიან პულიშიჩმა 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, პულიშიჩი არ არის „ჩელსის" ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერზეც „მილანი" მუშაობს - უახლოეს პერიოდში, კლუბი ნახევარმცველის, რუბენ ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერსაც დახურავს.