ავტორიზაცია

რუსული გუნდის უარი ფეხბურთელის არჩევანის გამო - "მარადიშვილი მალე პასპორტს მიიღებს და საქართველოს ნაკრებში ითამაშებს"

რუსული გუნდის უარი ფეხბურთელის არჩევანის გამო - "მარადიშვილი მალე პასპორტს მიიღებს და საქართველოს ნაკრებში ითამაშებს"
თარიღი 27 Jun 2023, 14:07
რუსული "ურალის" პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა ეკატერინბურგის გუნდის მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველის კონსტანტინე მარადიშვილის მიმართ ინტერესის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის ჩვენი შიდა საკითხები. მარადიშვილი ჩვენთვის არ არის მომგებიანი, რადგან ახლა ქართულ პასპორტს აიღებს. გუნდში ბევრი უცხოელი გვყავს. რუსი რომ ყოფილიყო - სხვა საკითხი იქნებოდა. 

მარადიშვილი მალე პასპორტს მიიღებს და საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. ახლა ამ წინადადებაზე საუბარი არ არის“, - განაცხადა ივანოვმა.

გასულ სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა "ლოკომოტივში" ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.