BREAKING: მიუნხენის ბაიერნმა კეინის თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნმა" ინგლისელი ფორვარდის ჰარი კეინის შესაძენად ოფიციალური წინადადება წარადგინა.
დავიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მიუნხენური გუნდის პირველი შეთავაზება €70 მილიონი + ბონუსებია.
მოგეხსენებათ, რომ ჰარი კეინის მოქმედი კონტრაქტი "ტოტენჰემთან" 2024 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
ლონდონური კლუბისთვის ახლა უფრო მომგებიანია თავდამსხმელის გაყიდვა, ვიდრე ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება.