მბაპეს შეთანხმება აქვს რეალთან, რომ მადრიდულ გრანდს მიმდინარე ან 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდება
"პსჟ"-ს თავდამსხმელს კილიან მბაპეს გადაწყვეტილი აქვს, რომ მისი ახალი კლუბი მადრიდის "რეალი" იქნება.
ჟურნალისტ სანტი აუნას ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელი უკვე შეთანხმებულია "სამეფო კლუბთან", რომ გუნდს ამ ან მომავალ ზაფხულს შეუერთდება.
ამ დროისთვის მბაპეს "პსჟ"-სთან კიდევ 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა ფრანგული კლუბი ფრანგის გაყიდვას ამ ზაფხულს აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კილიანი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.