შეთანხმება მიღწეულია: ჯეიმს მედისონი ტოტენჰემში ითამაშებს
"ლესტერის" ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი ახალი სეზონიდან "ტოტენჰემში" ითამაშებს.
სპურსი 26 წლის ფეხბურთელის მთავარ კანდიდატად ითვლებოდა და ახლა ტრანსფერი შეთანხმებულია.
სპურსი 26 წლის ფეხბურთელის მთავარ კანდიდატად ითვლებოდა და ახლა ტრანსფერი შეთანხმებულია.
ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები გარიგების პირობებზე შეთანხმდნენ - რჩება მხოლოდ ფორმალური ნაწილი.
ტრანსფერის ფასი 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული (46 მილიონ ევროზე მეტი). მედისონმა "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის პირობებიც უკვე შეათანხმა.
ჯეიმს მედისონმა პრემიერ ლიგის 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჯეიმს მედისონმა პრემიერ ლიგის 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.