BREAKING: ჩემპიონთა ლიგაზე გასული გუნდი აზაროვის ტრანსფერში 3 მილიონი ევროს იხდის - ცრვენა ზვეზდა პასუხის გაცემას არ ჩქარობს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ცრვენა ზვეზდას" მარცხენა მცველით ირაკლი აზაროვით დონეცკის "შახტარი" დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას სერბული Mozzart Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უკრაინულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ სერბულ გრანდს 3 მილიონი ევრო შესთავაზა. სერბები შეთავაზებაზე პასუხის გაცემას არ ჩქარობენ.
წყაროს ცნობით, უკრაინულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ სერბულ გრანდს 3 მილიონი ევრო შესთავაზა. სერბები შეთავაზებაზე პასუხის გაცემას არ ჩქარობენ.
აზაროვმა გასულ სეზონში "ცრვენა ზვეზდას" მაისურით სერბეთის სუპერლიგაში 20 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის "შახტარის" რიგებში გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს.