ზურიკო დავითაშვილი ნიდერლანდებთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და 1/4 ფინალში გავიდა.
რამაზ სვანაძის გუნდმა ერთი მატჩი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და მეტოქის მოლოდინშია.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ფენომენალური იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც 42-ე წუთზე ზღაპრული გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის შემტევი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.