BREAKING: ვესტ ჰემი არსენალის შემოთავაზებას დათანხმდა - კლუბები ბოლო დეტალებს აგვარებენ
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დეკლან რაისის ტრანსფერი „არსენალში" დროის ამბავია.
„ვესტ ჰემმა" დღეს „არსენალს" შეატყობინა, რომ მზადაა „მეთოფეების" მიერ შემოთავაზებული 100+5 მილიონიან შემოთავაზებას დათანხმდეს.
100 მილიონ ფუნტს „არსენალი" პირდაპირ გადაიხდის, კიდევ 5 მილიონი ფუნტი კი სხვადასხვა ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
ერთადერთი, რაც ტრანსფერის დახურვას ახლა სჭირდება - კლუბებმა თანხის გადახდის სტრუქტურაზე უნდა მოილაპარაკონ. „ვესტ ჰემს" სურს, რომ თანხა 18 თვის მანძილზე მიიღოს, „არსენალს" კი გადახდის ოთხ წელზე გაწელვა სურს.
კლუბებს შორის ამასთან დაკავშირებით სულ მალე საბოლოო დისკუსიები გაიმართება და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რაისი ახალ სეზონს მიკელ არტეტას გუნდში დაიწყებს.