ოფიციალურად: კაი ჰავერცი არსენალის ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალმა" „ჩელსის" გერმანელი შემტევის, კაი ჰავერცის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფეხბურთელი „ემირეითსზე" 60+5 მილიონ ფუნტად გადავიდა, საიდანაც 60 მოჭრილი თანხა იქნება, 5 კი სხვადასხვა ბონუსებს გაითვალისწინებს.
ჰავერცი ახალ გუნდთან კონტრაქტს 2028 წლამდე აფორმებს და „არსენალში" 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ცნობისთვის, ეს „არსენალის" პირველი დიდი ტრანსფერია, რომელსაც სულ მალე მეორეც მოჰყვება - გუნდმა დღეს „ვესტ ჰემისგან" დეკლან რაისის თაობაზე თანხმობა მიიღო.