ოფიციალურად: ჯეიმს მედისონი ტოტენჰემის ფეხბურთელია

„ტოტენჰემმა" „ლესტერის" ნახევარდაცვის ლიდერის, ჯეიმს მედისონის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ინგლისელმა ნახევარმცველმა „ლესტერის" ჩემპიონშიფში გავარდნის შემდეგ, გუნდში დარჩენა არ მოისურვა და წასვლის სურვილი გამოთქვა.
საბოლოოდ, „ტოტენჰემმა" და „ლესტერმა" 40-მილიონ ფუნტზე მოილაპარაკეს და ტრანსფერი მალევე დახურეს.
უახლოეს პერიოდში, ინგლისელი „დეზების" რიგებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.