ფოტო: "ეს მაიმუნი ბეილი მთელი გულით მეზიზღება", - რას წერდა მედისონი თავის ახალ გუნდზე 10 წლის წინ?

ლონდონის „ტოტენჰემმა" „ლესტერის" ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.


გულშემატკივრებმა დრო არ დაკარგეს და ფეხბურთელს 9-10 წლის წინანდელი პოსტები ამოუქექეს, სადაც, ის რბილად რომ ვთქვათ, „ტოტენჰემის" მიმართ ნაკლები სიმპათიებით არის განწყობილი:
„გარეტ ბეილი მთელი გულით მეზიზღება, დამშვიდდი მაიმუნო, უილშირი შენზე ათი თავით უკეთესია, შიმპანზე."

„იმედია ლუის სუარესი დღეს „ტოტენჰემს" გაანადგურებს. განსაკუთრებით იმ მაიმუნს (ბეილს - ავტ), რომელზეც ყველა ლაპარაკობს."

პირველი „ტვიტი" 2012 წლის 17 ნოემბრით არის დათარიღებული, მეორე კი 2013 წლის 10 მარტით.
ცხადია, ფეხბურთელმა ეს პოსტები უკვე წაშალა, მაგრამ გულშემატკივრებმა მათი „დასქრინვა" მაინც მოასწრეს.