დავითაშვილი და საზონოვი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და 1/4 ფინალში გავიდა.

მესამე ტურში რამაზ სვანაძის გუნდმა ნიდერლანდების ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა და მეოთხედფნალურ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდა.
Sofascore-მა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სასკვნითი ტური სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ორი ქართველი მოთამაშე ზირიკო დავითაშვილი და საბა საზონოვი მოხვდნენ.
