ფელიქსი ატლეტიკოს საქმეებს ურთულებს - პორტუგალიელს მეორე ეშელონის გუნდებზე არაფრის მოსმენაც არ უნდა
„ატლეტიკოს" ჟოაო ფელიქსის გაყიდვასთან შეიძლება პრობლემები შეექმნას.
Cadena SER-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი დიეგო სიმეონეს გეგმებში არ შედის, თუმცა მისი გაყიდვა არც ისე ადვილი იქნება. ჟოაო გამორიცხავს იმ გუნდში გადასვლას, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს.
პრემიერ ლიგის „მეორე ეშელონის" გუნდებმა სცადეს მადრიდული კლუბის შემტევთან დაკავშირება, თუმცა პორტუგალიელს მათ შესახებ არაფრის მოსმენაც კი არ უნდა.
„ატლეტიკოს" ფელიქსისთვის ახალი გუნდის მოძიება რაც შეიძლება მალე სურს, თუმცა დიდი ალბათობით, ამის გაკეთება გაუჭირდება და შესაბამისად, ყველაფერი შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ საბოლოოდ ჟოაო დარჩება.
გასული სეზონის მეორე ნახევარში ფელიქსმა „ჩელსიში" იჯარით გაატარა, რომელმაც მისი გამოსყიდვა არ მოინდომა.