BREAKING: რაისის და ჰავერცის შემდეგ, არსენალმა კიდევ ერთი ტოპ-ტრანსფერი დახურა

დეკლან რაისის და კაი ჰავერცის შემდეგ, „არსენალმა" კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხა.
ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf-ის ცნობით, „არსენალმა" და „აიაქსმა" ამსტერდამული გუნდის ცენტრალური მცველის, იურიენ ტიმბერის ტრანსფერი შეათანხმეს.
22 წლის ცენტრალური მცველი „ემირეითსზე" 42 მილიონ ევროდ გადავა, კიდევ 5 მილინი კი სხვადასხვა ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
ტიმბერმა „არსენალთან" პირადი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ შეათანხმა, ის გუნდთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. უახლოეს დღეებში, ფეხბურთელი ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
დეკლან რაისში 105 მილიონი ფუნტის და კაი ჰავერცში 60+5 მილიონის გადახდის შემდეგ, ტიმბერი ლონდონური კლუბის მესამე ვარსკვლავური შენაძენი გახდება.