"ყველაფერი ქაღალდებზეა დამოკიდებული", - ლეო მესის MLS-ში თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია

ლეო მესის MLS-ში თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია.
ამის შესახებ „ინტერ მაიამის" სპორტულმა დირექტორმა, კრის ჰენდერსონმა განაცხადა:
„მესისთან ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს, მაგრამ MLS-სთან საბუთების მოგვარებაზე ვმუშაობთ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.
იმედი გვაქვს, რომ ივლისის შუაში ან ბოლოსკენ, ლეო სათამასოდ მზად იქნება. თუმცა, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როდის მოაგვარებს ის ქაღალდების საკითხებს.", - აღნიშნა ჰენდერსონმა.
იწერებოდა, რომ ლეო მესის დებიუტი მაიამის „ინტერში" 21 ივლისს უნდა შედგეს.