ფერან ტორესს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს, თუმცა ბარსელონა შემოთავაზებით უკმაყოფილოა
„ბარსელონსა" შემტევის, ფერან ტორესის მიმართ, ინტერესს ინგლისური „ასტონ ვილა" იჩენს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინგლისური გუნდი მზადაა, ტორესი ერთწლიანი იჯარით წაიყვანოს, 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით.
„ბლაუგრანას" ეს ვარიანტი არ იზიდავს, იმიტომ რომ მათ ფეხბურთელის პირდაპირ გაყიდვა ურჩევნიათ, თანაც გაცილებით დიდ თანხად. თავად ფერანს, თავის მხრივ, „კამპ ნოუს" დატოვება არ უნდა.
„ბარსელონას" ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, რათა ახალი მოთამაშეების მოყვანა შეძლოს, ამიტომ ისინი ტორესის გაყიდვის წინააღმდეგნი არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ხავის გეგმებში შედის..
გასულ სეზონში, ფერანმა ლა ლიგის 33 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.