ავტორიზაცია

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი გალტიე დააკავეს

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი გალტიე დააკავეს
თარიღი 30 Jun 2023, 14:16
"პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე პარასკევს დილით დააკავეს. ამის შესახებ RMC Sport-ი იტყობინება. 

გალტიეს დაპატიმრება განპირობებულია იმით, რომ მას ბრალად ედება დისკრიმინაცია ნიცაში ყოფნის პერიოდში.

მწვრთნელმა ერთ დროს თითქოს კლუბის დირექტორს უთხრა, რომ ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით, გუნდში ბევრი შავკანიანი და მუსლიმი არ უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით თავად გალტიემ უარყო ბრალდებები.

გალტიე დაკავების შემდეგ პარასკევს დილით დაკითხეს. მანამდე, გამოძიების ფარგლებში, ჩვენება მისცა ნიცას ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ყოფილმა დირექტორმა ჟიულიენ ფუნიემ, რომელმაც მწვრთნელი დაადანაშაულა.