ავტორიზაცია

"გაგნიძე დინამო მოსკოვში უნდა დარჩეს, მისი წასვლა ჯერ ადრეა", - სალუქვაძის კომენტარი

"გაგნიძე დინამო მოსკოვში უნდა დარჩეს, მისი წასვლა ჯერ ადრეა", - სალუქვაძის კომენტარი
თარიღი 30 Jun 2023, 17:47
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ლაშა სალუქვაძე ლუკა გაგნიძეზე საუბრობს.

მოგეხსენებათ, გაგნიძე ამჟამად "დინამო მოსკოვში" თამაშობს და მისი რუსეთიდან წასვლაზე ბევრი იწერება.

"საქართველოს ძალიან კარგი თაობა ჰყავს. გაგნიძე კი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

არის რაღაცეები, რაშიც მან უნდა მოუმატოს და ამიტომ, ჩემი აზრით აქ უნდა დარჩეს და ახალ გუნდზე ფიქრი ნაადრევია.

გაგნიძე ბურთთან ძალიან კარგადაა და არაფერი დაეწუნება, მოსამატებელი კი ფიზიკურ ასპექტში აქვს", - განაცხადა სალუქვაძემ.