ავტორიზაცია

ესპანური პრესა ტყუილში ამხილეს - პსჟ-სა და მბაპეს შორის დღეს არანაირი შეხვედრა არ გამართულა

ესპანური პრესა ტყუილში ამხილეს - პსჟ-სა და მბაპეს შორის დღეს არანაირი შეხვედრა არ გამართულა
თარიღი 30 Jun 2023, 22:22
გუშინ ესპანური გამოცემა Marca წერდა, რომ დღეს, 30 ივნისს, კილიან მბაპეს მომავალში გარკვეული სინათლე უნდა გამოჩენილიყო.

პრო-მადრიდული გამოცემის ცნობით, დღეს მბაპეს და „პსჟ-ს" წარმომადგენლებს შორის პარიზში შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, რომელზეც პარიზელები საკითხს კატეგორიულად დასვამდნენ: კილიანი ან გუნდთან კონტრაქტს ახანგრძლივებს, ან ამ ზაფხულსვე მიდის.

თუმცა, L'Equipe-ს ჟურნალისტის, ლოიკ ტანზის ინფორმაციით, პარიზში დღეს არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია და მეტიც, „პსჟ-ს" პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ამჟამად ლონდონში იმყოფება.

მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მბაპეს დარჩენა გარანტირებულია - „პსჟ" მართლაც ამგვარ პოზიციას იკავებს, რომელიც კილიანისთვის ერთგვარ ულტიმატუმს ნიშნავს: ის ან კონტრაქტს ახანგრძლივებს, ან უნდა წავიდეს.

ზემოთაღნიშნული ჟურნალისტი ხაზს იმასაც უსვამს, რომ მბაპეს სატრანსფერო საგა მთელი ზაფხულით ნამდვილად არ გაიწელება და უახლოეს დღეებში/კვირებში უნდა გადაწყდეს.