ოფიციალურად: სამუელ უმტიტიმ ბარსელონა საბოლოოდ დატოვა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანგმა სამუელ უმტიტიმ „ბარსელონა" დატოვა.
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოილაპარაკა.
ამრიგად, უმტიტი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ გუნდში გადასვლა სრულიად უფასოდ შეუძლია.
გასული სეზონი ფრანგმა იჯარით იტალიურ „ლეჩეში" გაატარა და სერია ა-ს 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
„ბარსელონასთან" კონტრაქტი 2025/26-სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და თანამშრომლობა დროზე ადრე გაწყვიტეს.