ატლეტიკო ახალი სეზონიდან ძველ ლოგოს დაიბრუნებს

„ატლეტიკო მადრიდმა" გუნდის წევრებს შორის გამოკითხვის ჩატარების შედეგად, ძველი ლოგოს დაბრუნება გადაწყვიტა.

მადრიდულმა კლუბმა ლოგოს დიზანი 2016 წელს შეცვალა, თუმცა მან გულშემატკივრებსა და კლუბის წევრებს შორის მოწონება ვერ დაიმსახურა.
საბოლოოდ, „ატლეტიკოს" 138.881 წევრიდან გამოკითხვაში მონაწილეობა 56%-მა მიიღო და მათ შორის 88.68%-მა მხარი ძველი ლოგოს დაბრუნებას დაუჭირა.
მთლიანობაში, ახალი ლოგოს შენარჩუნების იდეის მომხმრე მხოლოდ 11.32%, ანუ 8.796 წევრი იყო.
ამრიგად, 2023/24-სეზონიდან მადრიდული კლუბი ისევ ძველ ლოგოს დაიბრუნებს.
საინტერესოა, რომ 2021/22-სეზონში, „ატლეტიკომ" ძველი ლოგოთი დატანებული მაისურები შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა და გულშემატკივრებში მან დიდი პოპულარობით ისარგებლა.
