ოფიციალურად: ნაპოლიმ სპორტული დირექტორის წასვლა დაადასტურა
„ნაპოლიმ" გუნდის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
გუნდში 8-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, „ნაპოლის" სპორტული დირექტორი გუნდს დღეს ოფიციალურად ემშვიდობება.
თავის მოღვაწეობას ჯუნტოლი ანალოგიურ პოზიციაზე ტურინის „იუვენტუსში" გააგრძელებს.
ჯუნტოლის „ნაპოლისთან' კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა და მხარეები გაშვებაზე მოლაპარაკებებს საკმაოდ დიდხანს აწარმოებდნენ, თუმცა საბოლოოდ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მის წასვლას მწვანე აუნთო.
გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსი" ჯუნტოლის 5-მილიონიან ხელფასს და სხვადასხვა ბონუსებს პირდება.