როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?

დღეს გაიმართება ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის.
რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფში 5 ქულა დააგროვა, პირველი ადგილი დაიკავა და ქართველ გულშემატკივარს დიდი სიხარული მიანიჭა.
საინტერესოა, როგორი 11-ეულით გამოვა ფლეი-ოფის შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. გთავაზობთ სავარაუდო 11-ეულს.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
მცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი, სანდრო კალანდაძე, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ირაკლი აზაროვი
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ლუკა გაგნიძე
თავდამსხმელები: გიორგი გაგუა