მოურინიოს რომაში პსჟ-ს ფეხბურთელის წაყვანა სურს
"რომა" "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველით, რენატო სანჩესით არის დაინტერესებული.
ნახევარდაცვის ხაზში რომაელების მთავარ სამიზნედ დავიდე ფრატესი "სასუოლოდან" რჩება, მაგრამ კლუბში ესმით, რომ 23 წლის იტალიელისთვის კონკურენციის მოგება ადვილი არ იქნება, ამიტომ ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ.

ინსაიდერის ჯანლუკა და მარციოს ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატი რენატო სანჩესია. "
რომაული კლუბის ხელმძღვანელობამ პორტუგალიელის შეძენა გასულ ზაფხულს სცადა, მაგრამ შემდეგ ფეხბურთელმა "პსჟ" აირჩია.
25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით "რომას" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადადაა დაინტერესებული.