ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი მზად არის ორი ფეხბურთელი გაყიდოს

მანჩესტერ სიტი მზად არის ორი ფეხბურთელი გაყიდოს
თარიღი 01 ივლ 2023, 12:24
"მანჩესტერ სიტიმ" ორ ფეხბურთელთან დაშორება გადაწყვიტა. 

Manchester Evening News-ის ცნობით, "ქალაქელების" ოფიციალური პირები ღიაა მოლაპარაკებებისთვის ნახევარმცველ ბერნარდო სილვასა და მცველ აიმერიკ ლაპორტის ტრანსფერის თაობაზე.

ბერნარდის მომსახურებით საუდის არაბეთის კლუბები, ასევე კატალონიური "ბარსელონაა" დაინტერესებული. 

გასულ სეზონში მანჩესტერ "სიტიმ" ტრიპლეტი დაასრულა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, FA თასის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.