ავტორიზაცია

ალფონსო დევისს მადრიდის რეალში გადასვლა სურს

ალფონსო დევისს მადრიდის რეალში გადასვლა სურს
თარიღი 01 ივლ 2023, 16:13
Bild-ის ცნობით, "ბაიერნის" მცველს ალფონსო დევისს სურს მადრიდის "რეალში" გადასვლა ამ ან მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაში.

გამოცემის ცნობით, მადრიდის "რეალი" 2024 წლის ზაფხულს დაელოდება, როდესაც ფეხბურთელს "ბაიერნთან" კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი წელი რჩება, რათა იაფად შეიძინოს.

დევისმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.