ავტორიზაცია

მიქაუტაძე სერია A-ში ითამაშებს? - ქართველი ფორვარდი ჯუნტოლის მოკლე სიაშია

მიქაუტაძე სერია A-ში ითამაშებს? - ქართველი ფორვარდი ჯუნტოლის მოკლე სიაშია
თარიღი 01 ივლ 2023, 13:21
"ნაპოლის" სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის ნეაპოლური კლუბიდან წასვლა გუშინ ოფიციალურად დადასტურდა. ჯუნტოლის ტურინის "იუვენტუსში" დანიშვნა სულ მალე უნდა გამოცხადდეს. 

Corriere della Sera "ბებერ ქალბატონში" ჯუნტოლის გეგმებზე აქტიურად წერს.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხრლიას წარმატებული ტრანსფერის შემდეგ, იუვეში გიორგი მიქაუტაძის მიყვანას შეეცდება.

მის სიაში სამი გვარია, რომელთა ტრანსფერის განხორციელებას "იუვენტუსი შეეცდება. ამ სამიდან ერთი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.

მიქაუტაძემ 2022/23 წლების სეზონში 40 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელი ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა.