ავტორიზაცია

ოფიციალურად: ტიმოთი ვეა იუვენტუსის ფეხბურთელია

ოფიციალურად: ტიმოთი ვეა იუვენტუსის ფეხბურთელია
თარიღი 01 ივლ 2023, 18:06
"იუვენტუსმა" ოფიციალურ ვებგვერდზე ამერიკელ ნახევარმცველ ტიმოთი ვეასთან ოონრრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" ფეხბურთელში 12 მილიონ ევროს გადაიხდიდა.

გასულ სეზონში ვეამ "ლილის" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს ბოლო გათამაშებაში "იუვენტუსმა" 62 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავა.