"რატომ შევცვალე წიტაიშვილი ნაადრევად?", - რამაზ სვანაძის მატჩისშემდგომი კომენტარი
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, ისრაელთან მატჩში მოედნიდან მეორე ტაიმის საწყის წუთებში გიორგი წიტაიშვილის გაყვანაზე ისაუბრა.
„წიტაიშვილის შეცვლა? ის ჩვენთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია, ძალიან ხარისხიანი. უბრალოდ, პირველი ტურიდან მოყოლებული იყო ეს პრობლემა, რომ გიორგი უთამაშებლობის გამო არ იყო საჭირო ფიზიკურ კონდიციებში.
დარწმუნებული ვარ, ის მალე იპოვის ისეთ კლუბს, რომელშიც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ნებისმიერი მისი შეცვლა დაკავშირებული იყო ფიზიკურ პრობლემებთან.
დღევანდელი მატჩი? საუბარი მიმძიმს, არ მინდა რომ დეტალებში შევიდე. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ესეც თამაშის ნაწილია. მიმაჩნია, რომ ეს ბიჭები, რომლებიც ახლა თვალცრემლიანები არიან გასახდელში, უფრო მეტს ისმახურებდნენ. ეს ბიჭები არიან ქართული ფეხბურთის მომავალი, აბსოლუტურად განსხვავებული თაობაა მენტალურად.
მათი პროფესიონალიზმი მიტოვებს იმედს და ამის იმედი თქვენც უნდა გქონდეთ. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ზეიმი და გამოწვევა ჩვენთვის. მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავით. ფეხბურთელებს მადლობა უკვე გადავუხადე.", - აღნიშნა სვანაძემ, რომლის სიტყვებსაც ევროპოპი ციტირებს.