ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ოლომპიადაზე გასვლისთვის ბრძოლაში?

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4 ფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
მიუხედავად ამისა, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები კვლავ ინარჩუნებს ოლიმპიადიაზე გასვლის შანსს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 1/4 ფინალურ მატჩებს ინგლისი და საფრანგეთი მოიგებენ და ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ.
თუ ასე მოხდა, მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი მეტოქე უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები იქნება.