ავტორიზაცია

ლიონმა ჩელსის პულისიჩის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა

ლიონმა ჩელსის პულისიჩის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა
თარიღი 03 ივლ 2023, 12:02
The Athletic-ის ცნობით, "ლიონი" "ჩელსის" ნახევარმცველით კრისტიან პულისიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ფრანგულმა კლუბმა ლონდონელებს 24 წლის გარემარბისთვის 25 მილიონი ევრო შესთავაზა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად პულისიჩი კარიერის "მილანში" გაგრძელებას აპირებს, თუმცა იტალიური კლუბი მზადაა ფეხბურთელისთვის მხოლოდ 14 მილიონი ევრო გადაიხადოს.

პულისიჩმა გასულ სეზონში ჩელსის შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ერთი გოლი გაირანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.