ავტორიზაცია

ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე დიდი მოთხოვნაა - გორის დილას გადაწყვეტილება ცნობილია

ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე დიდი მოთხოვნაა - გორის დილას გადაწყვეტილება ცნობილია
თარიღი 03 ივლ 2023, 13:52
ბულგარული მედიის ინფორმაციით, გორის "დილას" ერთ-ერთი ლიდერის ტიერი გეილის მიმართ ინტერესს "ლევსკი" იჩენს. ამის შესახებ futbol24sedem-ი იტყობინება.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გუნდი იჩენს, თუმცა შიდაქართლილი კლუბი ევროტურნირზე ასპარაზობის დასრულებამდე არანაირი შეთავაზების განხილვას არ აპირებს.

ბარბადოსელი გამორჩეულ სეზონს ატარებს. 2023 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში 21 წლის გარემარბმა 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.