ავტორიზაცია

ბაიერნიდან კეინის თაობაზე მოლაპარაკებებს კარლ-ჰაინც რუმენიგე მართავს

ბაიერნიდან კეინის თაობაზე მოლაპარაკებებს კარლ-ჰაინც რუმენიგე მართავს
თარიღი 03 Jul 2023, 23:18
„ბაიერნი" ჰარი კეინის თაობაზე „ტოტენჰემთან" პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, ამ საკითხში მოლაპარაკებებს კლუბის ახალი დამკვირვებელი საბჭოს წევრი, კარლ-ჰაინც რუმენიგე მართავს.

კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ნეპემ ფორვარდი უკვე დაარწმუნა, რომ მისთვის ამ ეტაპზე „ბაიერნი" - ერთადერთი რეალური და ლოგიკური ვარიანტია და ამიტომ, კეინი კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებს არ განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელს „ტოტენჰემთან" კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, ლონდონური კლუბის პრეზიდენტი, დანიელ ლევი ამის გამო ფასდაკლების გაკეთებას არ აპირებს და კეინის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ფუნტის მიღება სურს.