ლივერპულის სამიზნესთვის ბრძოლაში ჩართვას ბაიერნიც განიხილავს
„ბაეირნი" „ნიცას" ცენტრალური ნახევარმცველის, კეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდება.
Foot Mercato-ს ინფორმაციით, ლილიან ტურამის უმცროსი შვილის გადაბირების ფავორიტად „ლივერპული" მოიაზრება, მაგრამ „ნიცას" ჯერ მერსისაიდელებისგან შემოთავაზება არ მიუღია, რის გამოც 22 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „ბაიერნიც" აპირებს ჩართვას.
ფრანგის შეძენა კლუბს მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ურჩია. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდება. „ნიცა" ტურამს 50 მილიონ ევროდ აფასებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ბაიენრნთან" მაქსიმალურად დაახლოებული ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.