ნაპოლი რეალ სოსიედადის მცველის ტრანსფერით ინტერესდება
ესპანეთის ნაკრებისა და "რეალ სოსიედადის" მცველ რობინ ლე ნორმანს აქვს შესაძლებლობა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "ნაპოლი" 26 წლის ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული.
ესპანური მხარე, თავის მხრივ, მზად არის ფეხბურთელი გაუშვას, თუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის.
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ლე ნორმანმა 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ექვსი ყვითელი ბარათი მიიღო.