პსჟ-მ გალტიესთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკება დაიწყო

"პარი სენ-ჟერმენის" მწვრთნელი კრისტოფ გალტიე მალე ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს გაწყვიტავს. ამის შესახებ RMC Sport-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, მხარეებმა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყეს კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტაზე.
წყაროს ცნობით, მხარეებმა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყეს კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტაზე.
მწვრთნელი თანამდებობიდან ამ კვირაში განთავისუფლდება, რაც პარიზელებს საშუალებას მისცემს გამოაცხადონ ახალი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს დანიშვნა.
შეგახსენებთ, რომ გალტიე "პსჟ"-ს გასულ ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. ლიგა 1-ის ბოლო გათამაშებაში დედაქალაქის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ გალტიე "პსჟ"-ს გასულ ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. ლიგა 1-ის ბოლო გათამაშებაში დედაქალაქის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გავიდა.