სერია ა-ს 2 გამორჩეული ტალანტი ერთ გუნდში? - ნაპოლი საინტერესო ტრანსფერზე მუშაობს

ახალი სეზონისთვის "ნაპოლი" ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რამდენიმე ფეხბურთელი მიდის, რამდენიმე მოთამაშის ტრანსფერზე კი კლუბი აქტიურად მუშაობს.
ნეაპოლელთა სატრანსფერო სიაშია ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ფედერიკო კიეცა. მოქმედი ჩემპიონები მზად არიან "იუვენტუსთან" მოლაპარაკებები გამართონ.
თუ ტრანსფერი შედგა, სერია ა-ს ორ გამორჩეულ ტალანტს ერთ გუნდში ვიხილავთ, გასულ სეზონში ერთმანეთს ყველა ხვიჩა კვარაცხელიას და ფედერიკო კიეზას ადარებდა.
კიეზას ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, კვარაცხელია კი სერია ა-ს გამარჯვებული და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.