ავტორიზაცია

ბარსელონამ 18 წლის ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი დახურა

ბარსელონამ 18 წლის ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი დახურა
თარიღი 04 ივლ 2023, 22:34
„ბარსელონამ" ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდის, ვიტორ როკეს ტრანსფერი დახურა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ატლეტიკო პარანაენსეს" 18 წლის თავდამსხმელი კატალონიურ კლუბს ან 2024 წლის იანვარში, მომდევნო ზაფხულს შეუერტდება.

Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსელონას" ტრანსფერი 35+10 მილიონი ევრო დაუჯდა. როკე კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდი ევრო იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ „პარანაენსემ" კონტრაქტში ბონუსი ჩაწერა იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი მომავალში ოქროს ბურთის სამეულში მოხვდება, ან სულაც მოიგებს ამ ჯილდოს.

ამ სეზონში როკემ „ატლეტიკოს" მაისურით 27 მატჩში 12 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.