ავტორიზაცია

სამეულის შემდეგ, ინიესტაც? ინტერ მაიამიში შესაძლოა ბარსელონას ლეგენდარული კვარტეტი შეიკრიბოს

სამეულის შემდეგ, ინიესტაც? ინტერ მაიამიში შესაძლოა ბარსელონას ლეგენდარული კვარტეტი შეიკრიბოს
თარიღი 04 ივლ 2023, 23:42
„ინტერ მაიამიში" შესაძლოა „ბარსელონას" ლეგენდარული ოთხეული შეიკრიბოს.

სეზონის ბოლოს, ანდრეს ინიესტამ იაპონური „ვისელ კობე" დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

RAC1-ს ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელის გადაბირებით „ინტერ მაიამი" ინტერესდება, რომელიც მზადაა ინიესტას კონტრაქტი შესთავაზოს.

ტრანსფერის შემთხვევაში, ინიესტა „ინტერში" ლეო მესის და სერხიო ბუსკეტსს შეუერთდება. თუმცა, კლუბი ასევე ჟორდი ალბასთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და მისი მაიამიში წასვლაც საკმაოდ რეალურია.

MLS-ის გარდა, ინიესტას საუდის არაბეთიდანაც აქვს შემოთავაზება და ამჟამად ის ფიქრობს, რომელზე შეაჩეროს არჩევანი.