ავტორიზაცია

რეალი, მილანი და ბარსელონა - არდა გიულერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

რეალი, მილანი და ბარსელონა - არდა გიულერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 04 Jul 2023, 23:48
სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა თურქი შემტევის, არდა გიულერისთვის ნამდვილი ბრძოლა იყო გაჩაღებული.

ფეხბურთელისთვის ყველაზე აქტიურად „რეალი", „ბარსელონა" და „მილანი" იბრძოდნენ, „ფენერბაჰჩეში" მისი გამოსასყიდი 17.5 მილიონ ევროს შეადგენს და ამ თანხის გადახდისთვის სამივე კლუბი მზად იყო.

ყველაზე მეტად „ბარსელონა" აქტიურობდა - გუნდის მომავალი სპორტული დირექტორი, დეკუ ფეხბურთელს შეხვდა, კლუბის პროექტი გააცნო და იწერებოდა, რომ სწორედ კატალონიელები იყვნენ ფავორიტები გიულერისთვის ბრძოლაში.
 
თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება მადრიდის „რეალში" გადაწყვიტა. აღიშნული ინფორმაცია პირველმა თურქულმა Yeni Acik-მა დაწერა და სულ ახლახანს, მადრიდულმა Relevo-მაც დაადასტურა.

უახლოეს პერიოდში, გიულერი „რეალთან" კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ჯერ უცნობია, ფეხბურთელი პირდაპირ პირველ გუნდში ჩაირიცხება, თუ მას ჯერ სხვაგან გაანათხოვრებენ.