ოფიციალურად: კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდომ აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 2024 წლის ზაფხულიდან ჩაიბარებს, იქამდე კი „რეალთან" თავის კონტრაქტს პატივს სცემს და მადრიდში ბოლო სეზონს ჩაატარებს.
ამ ერთი წლის მანძილზე, უდიდესი ალბათობით, ბრაზილიის ნაკრებს დროებითი მწვრთნელის სტატუსით ფერნანდო დინიზი უხელმძღვანელებს.