როგორც იქნა, შეთანხმდნენ - დეკლან რაისი არსენალის ფეხბურთელია
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც იქნა, „არსენალმა" და „ვესტ ჰემმა" შეთანხმებას მიაღწიეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დეკლან რაისი „არსენალის" ფეხბურთელია.
„მეთოფეები" და „ჩაქუჩები" ხანგრძლივ მოლაპარაკებებს გადახდის სტრუქტურაზე აწარმოებდნენ და საბოლოო შეთანხმებამდე გუშინ ღამე მივიდნენ.
„არსენალი" რაისში 100 მილიონ ფუნტს გადაიხდის, კიდევ 5 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული. ეს კი მას „არსენალის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს და ასევე, ყველაზე ძვირადღირებულ ინგლისელ ფეხბურთელს გახდის.
უახლოეს პერიოდში რაისი „არსენალისთვის" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.