ავტორიზაცია

სადიო მანე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბაიერნს დატოვებს

სადიო მანე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბაიერნს დატოვებს
თარიღი 05 ივლ 2023, 14:57
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი სადიო მანე ზაფხუკის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის დატოვებასთან ახლოსაა. 

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის თქმით, სენეგალელი თომას ტუხელის გუნდს ზაფხულში აუცილებლად დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ მანემ "ბაიერნში" "ლივერპულიდან" გადასვლის შემდეგ ერთი წელი გაატარა, მაგრამ მიუნხენის ხელმძღვანელობის მოლოდინი ვერ გაამართლა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენეგალიელის მიმართ სერიოზულ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბები იჩენენ. 

ამ გუნდებს შორისაა "ალ-აჰლი ჯიდა", სადაც მანეს ყოფილი თანაგუნდელი რობერტო ფირმინო ახლახანს გადავიდა.