კეინს ბაიერნში გადასვლა ივლისის შუა რიცხვებამდე სურს, მაგრამ ერთი პრობლემაა
ლონდონის 'ტოტენჰემის: თავდამსხმელი ჰარი კეინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "ბაიერნში" გადასვლას აპირებს.
უცხოური მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა თომას ტუხელთან პირად საუბარში აღიარა, რომ მას სურს მიუნხენში გადასვლა, რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.
Bild-ის ცნობით, კეინს ივლისის შუა რიცხვებამდე სურს "ბაიერნში" გადასვლა, რათა "ტოტენჰემთან" ერთად წინასასეზონო ტურნეზე არ წავიდეს, მით უმეტეს, რომ მიუნხენური გუნდი მზადებას 15 ივლისიდან იწყებს.
Bild-ის ცნობით, კეინს ივლისის შუა რიცხვებამდე სურს "ბაიერნში" გადასვლა, რათა "ტოტენჰემთან" ერთად წინასასეზონო ტურნეზე არ წავიდეს, მით უმეტეს, რომ მიუნხენური გუნდი მზადებას 15 ივლისიდან იწყებს.
მაგრამ პრობლემა ლონდონური კლუბის თავმჯდომარის დანიელ ლევის პოზიციაშია. თუ ის კეინის ტრანსფერზე ნებას მისცემს, მას ამის გაკეთებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვასთან ახლოს ურჩევნია, რათა ლონდონური კლუბისთვის საუკეთესო შეთანხმება მიაღწიოს.