ავტორიზაცია

"ერთი წლით დარჩენა არ მოინდომა", - ფენერბაჰჩეს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ არდა გიულერი გუნდს ტოვებს

"ერთი წლით დარჩენა არ მოინდომა", - ფენერბაჰჩეს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ არდა გიულერი გუნდს ტოვებს
თარიღი 05 Jul 2023, 23:27
„ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა, ალი კოჯმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა შემტევი არდა გიულერი, გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს.

„არდა გიულერი გუნდს ტოვებს. მან საკუთარი სურვილის შესახებ გვამცნო და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ.

მსურველ კლუბებს შორის ვიპოვეთ ფორმულა, რომელიც მისი ერთი წლით ჩვენთან იჯარით დარჩენას ითვალისწინებდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ეს არ მოისურვა და წელსვე წასვლის სურვილი გამოთქვა." - აღნიშნა სტამბოლური გუნდის მეთაურმა.

ცნობისთვის, 18 წლის არდა გიულერისთვის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის „რეალი" და „ბარსელონა" იბრძოდნენ და გამარჯვებული დედაქალაქური კლუბი გამოვიდა - თავად ფეხბურთელმა საკუთარი არჩევანი სწორედ „სამეფო კლუბზე" შეაჩერა.

„რეალი" ფეხბურთელში მის გამოსასყიდზე (17.5 მლნ) ოდნავ მეტს, 20 მილიონ ევროს გადაიხდის, რათა „ფენერბაჰჩეს" თანხმობა გაცილებით მარტივი მისაღები იყოს. მოლაპარაკებები განვითარებულ ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დაიხურება კიდეც. გიულერმა „ბარსას" უკვე შეატყობინა, რომ არჩევანს „რეალზე" აჩერებს.